Catalogger-ის შესახებ

უმარტივესი გზა იმის გასარკვევად, თუ რას ყიდის კომპანია, არის ინვოისების ნახვა, რომელსაც იგი უგზავნის თავის მომხმარებელს. ეს ინვოისები ჩვეულებრივ შეიცავს ხაზებს, რომლებიც აღწერს მომხმარებელზე გაყიდულ საქონელს ან მომსახურებას. ამ ინფორმაციის გამოყენებით შესაძლებელია კომპანიის მიერ გასაყიდი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების კატალოგიზირება.

გაყიდვების განვითარების მიზნისთვის, აუცილებელია კომპანიამ წარმოადგინოს თავისი საქონელი ან მომსახურება. შესაბამისად, კომპანიისათვის აუცილებელია აჩვენოს სხვადასხვა პროდუქტის ან მომსახურების კატალოგი ინტერნეტში. კატალოგერი არის ციფრული პრეზენტაციის ინსტრუმენტი, რომელიც ამისათვის არის შექმნილი. იგი ხაზს უსვამს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გაყიდულ საქონელსა და მომსახურებას. ამ მიზნისთვის, კატალოგერი მომხმარებელს სთავაზობს მარტივ და ეფექტურ ინსტრუმენტებს ვებ-წარმომადგენლობისთვის.

დღესდღეობით არსებობს ძალიან ბევრი ტექნოლოგია, რომელიც ვებგვერდების შექმნისა და მართვის საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებთაც ამ კუთხით სპეციფიური ტექნიკური ცოდნა არ გააჩნიათ. მილიონობით ვებგვერდი ფუნქციონირებს Content Manager System-ზე დაყრდნობით. თუ 15 წლის წინ ეს CMS-ები რევოლუციონერულად იყვნენ მიჩნეულნი, დღეს ისინი, სათანადოდ ვეღარ პასუხობენ თანამედროვე ვებგვერდების გამოწვევებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტ ეფექტურობას, გამძლეობასა და სისწრაფეს საჭიროებენ.

Catalogger-ი, მისი კონცეფციითა და მასში გამოყენებული ტექნოლოგიით, მისი კონკურენტების წინაშე იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ იოლი გამოსაყენებელია; უსაზღვროდ და ულიმიტოდ შეიძლება მისი ევოლუცია, ტექნიკური პრობლემებისა და სიმძიმის გარეშე; არ საჭიროებს მუდმივად აპარატული შეცდომის (bug) გამოსწორებას და დროის კარგვას.

Catalogger-ი მოიცავს CCS3 ბოლო ფუნქციებს, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს მათი ტალანტი ბოლომდე გამოავლინონ. თუმცა Catalogger-ი, უპირველეს ყოვლისა, შექმნილია როგორც ვებგვერდების გენერატორი, რომელიც უფრო კონტენტს წარმოაჩენს, ვიდრე დიზაინს. ვების არქიტექტურა გათვლილია იმაზე, რომ კონკურენტებისთვის დამახასიათებელი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული და გაუადვილოს ადმინისტრატორებს მუშაობა და ოპერაციული სისტემის განახლება (update).


ვებგვერდებისა და მათი კონტენტის გაიოლებული მართვა

მართვის გასამარტივებლად, საიტის ან საიტების ქსელის ცენტრალურ მმართველს არ მოეთხოვება ტექნიკური ან ინფორმატიკული ცოდნა. ჩვენი ინსტრუმენტი ინტუიცურია და მაუსის ტექნოლოგიას იყენებს.

პროგრამა მუდმივად ევოლუციის რეჟიმშია
Catalogger-ი ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მუდმივი განვითარების რეჟიმშია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება ოპერაციული სისტემის განახლება, ეს არ იწვევს არსებული ვერსიების მუშაობის შეფერხებას. Catalogger-ი არ არის ხელმისაწვდომი open source-ით, მაგრამ მუმდიმად ითვალისწინებს მომხმარებლების feedback-ს და შემდეგი ვერსიები მხოლოდ მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად მუშავდება.


CMS-ზე მეტი
CMS-ის გარდა, ეს არის ვებ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა HTML  გვერდები დანეგერირდეს ციფრული კონტენტიდან.

ჩვენი გვჯერავს, რომ ვებგვერდი დღეს უნდა იყოს პროდუქტებისა და სერვისების კატალოგი, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლისთვის იოლად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი იქნება. Catalogger-ის ვებ გვერდი, პირველ რიგში და უპირატესად, ეს არის გაყიდვების დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც საწარმოს გაყიდვებში ეხმარება.

არსებულ კონკურენტულ ბაზარზე, Catalogger-ს მრავალი უპირატესობა აქვს. იგი, მისი საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებელს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს: მეტ სიმარტივეს, მეტ სანდოობას, მეტ გამძლეობასა და სისწრაფეს. ალბათ,  Catalogger-ი დღეს ერთერთი საუკეთესოა ამ კატეგორიაში.

Catalogger შემუშავებულიაპიერცაგურია მიერ.